საიდან მოვიდა?! მართლაც ასეთი განუმეორებელი და ერთგული
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
ერთ საღამოს ეზოში მოწითალო ძაღლი შევამჩნიე, მერე გაიქცა, თითქოს შეეშინდა. მე მისი მეშინოდა მას კი ჩემი, ამითომ გარბოდა. მერე ისევ ჩნდებოდა. როცა ეზოში დავინახავდი პურს ვაწოდებდი და ის ისევ გარბოდა. არ ვიცი, საიდან მოვიდა, ან ვინ გააძევა და გაიმეტა ქუჩისთვის. თავიდან მეგონა პატრონი ჰყავდა და ისე შემოირბინა ეზოში, მაგრამ მერე და მერე, ხმა გავრცელდა ვიღაცის ძაღლი დადის და ქათმებს ჭამსო, მერე კი გაირკვა, რომ ეს ის მორცხვი და მორიდებული ძაღლი იყო, ცოტახნის წინ ეზოში, რომ შევამჩნიე. გადწყვეტილი ჰქონდა მისი მოკვლა ამ საქციელის გამო, თურმე ვიღაცის მოსვლას ელოდნენ, რომ მოეკლათ, მაგრამ ის ვიღაც 3 დღის მერე მოვიდოდა, რადგან გასული იყო სოფლიდან. რა თქმა უნდა ძაღლის მოკვლას არ დავუშვებდი. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინეთ მე და ჩემმა დამ და როგორც იქნა მოვიჩვიეთ ამ სამი დღის მანძილზე, მაგრამ სულ ეზოში მაინც არ იყო. დადგა მესამე დღე და როდესაც მოსაკლავდ მოაკითხეს უბანში, მე და ჩემმა დამ ძაღლი როგორც იქნა სარდაფში შევიტყუეთ და ასე დამალვით, ვიხსენით სიკვდილისგან. ეს დღე იყო და ეს დღე, რომ იგი აღარასოდეს მოშორებია ეზოს. ძველ მავნე ჩვევებსაც თავი დაანება, რადგან უკვე თვითგადარჩენისათვის აღარ ჭირდებოდა ბრძოლა, რადგან უკვე როცა მოისურვებდა, საკვებს მაშინ მიიღებდა.
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
რემბო დედას მხოლოდ ფერითა და სიავიათ არ ჰგავდა, რადგან რემბო იმდენად ავი გაიზარდა, რომ ცოტა კბენასაც დაეჩვია, მაგრამ რაც მთავარია, ავისა და კარგის გარჩევა კარგად ისწავლა. თითქოს ყოველთვის გრძნობს ვინ როგორი გულით შემოდის, ამიტომ ხან დაჰყეფს და გაჩუმდება, ზოგიერთ შემთვევაში კი ისე იღრინება და ჰყეფს, რომ მისი გაჩუმება შეუძლებელია. ამიტომ საჭირო გახდა რისით მისი დაბმა, ხოლო საღამოდან დილამდე კი თავისუფალია.
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
ჯემიმ ზუსად ათი წელი გაატარა ჩვნთან, როგორი ერთგული სათნოც მოვიდა, ისეთი დარჩა ბოლომდე. ჯემი მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა სასიკვდილო არაფერი სჭირდა. მოვიდა 2007 წლის შემოდგომას და დაგვტოვა 2017 წლის ზაფხულში. წავიდა, წავიდა და თან უდიდესი ტკივილი დაგვიტოვა. მოვიდა სადღაც უსასრულობიდან და წავიდა სადღაც უსასრულობაში. :-(
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment