სათნო და თან როგორი? 💗
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
გათენდა დილა, დეიდა სპედაგოგია და ჩვეულებისამებრ სკოლაში წავიდა. ალბათ 5 საათი იქნებოდა, როდესაც ტორტის ყუთით ხელში დაბრუნდა. ჩვენდა გასაოცრად ყუთი გარეთ ძირს დადგა. ძალიან გაგვაკვირვა დეიდას ამგვარმა საქციელმა: "თუ რა უნდოდა ტორტის ყუთს გარეთ ძირს, სახლში მაგიდის ნაცვლად". ის იყო, თქმა დავაფირეთ, რომ მობრუნდა, ნაზად გაიღიმა და ყუთს თავი მოხადა. და ჩვენნდა გასაოცრად, ყუთში ტორტის ნაცვლად, პატარა, მოცქნაფული, ჭრელი ლეკვი იყო. ყველა იცინოდა გაკვირვებისაგან, თან ყველას ძალიან მოეწონა. დეიდამ მოჰყვა, რომ ეს უმწეო ლეკვი და მისი და-ძმები ვიღაცას უპატრონოდ დაუყრია გზის პირად. ეს ერთი მას წამოუყვანია და დანარჩენი სხვებს, მოკლედ ყველას პატრონი გამოუჩნდა.
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
თავიდან ძალიან მორცხვად იყო, მერე შეგვეჩვიად და თანდადთან გადარეული გახდა. აქედან გამომდინარე, შარიკა დავარქვით, ალბათ იმიტომ რომ ცოტა გიჟია.
ცოტა?! არა!... ალბათ ძალიან გიჟია ახლა და მერე რა გახდება, წარმოდგენაც არ ღირს 😁💕💕 , მაგრამ ძალიან სათნო და კეთილია. უყვარს ადამიანები. თუ ვინმე ეფერება ხომ საერთოდ გიჟდება, მაგრამ თუ გვერდი გაუარე და არ მოეფერე, მერე თვითონ ცდილობს რომ როგორმე გამოგიწვიოს კბენითა და თათების ქნევით.
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
ძალიან კეთილი და ერთგულია. გამოხედვა ხომ საერთოდ, ისეთი სათნო აქვს, რომ მისი ჩაყლაპვა მოგინდება, მაგრამ სულ ცდილობს რა გააფუჭოს. 😁😁💓 ყეფით ჯერ მაინცდამაინს არ ყეფს, მაგრამ ყეფს მაშინ, თუ რამე უხარია, ან თავისთვის თამაშით ერთობა, ან რემბოს ეთამაშება და მაშინ თუ რაიმეს განიშნებს და უნდა, რომ გახედო. რემბოსთან თამაში ყველაზე მეტად ახარებს, თუ რემბო ეთამაშება, მაშინ გადაბმულად ყეფს დიდხანს.
მოკლედ ძალიან ბედნიერია, ტკბება ცხოვრებით. 💖💖💖
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
|
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი |
ერთგული, მოსიყვარულე და ყველაფრის გამფუჭებელი
გაიზარდა, გაეშმაკდა და ახლა ცდილობს ყველაფერი მოსპოს და გააფუჭოს. მერე კი თავი ისე დაიჭიროს თითქოს არაფერ შუაში იყოს.
ყველაფერს აფუჭებს, მათ შორის კაქტუსებს და სხვა ყვავილებს. მზეზე გატანილ ოთახის ყვავილებს ფოთლები დააკვნიტა. (პატარა გიჟია 😁 )
ეზოს ყვავილები გადატეხა. ქოთანში ჩარგული პატარა, ჯერ კიდევ უსუსური ბზა, თავის ქოთნიანად, ისე მოიპარა და გააქრო, მის კვალს ჯერაც კი ვერ მივაგენით, ღმერთმა უწყის სად წაიღო. ყველაფერთან ერთად ეშმაკიც არის, ისე დაიძვრენს თავს სიტუაციიდან, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ.
თუ დაუყვირებ, მოვა, გვერდით მოგიჯდება და გთხოვს რომ მოეფერო, მაგრამ თუ ყურადღება არ მიაქციე, ისეთი საწყალი თვალებით შემოგხედავს რომ იძულებული ხარ მოეფერო, იქით გაგრძნობინებს თავს დამნაშავედ. ამაზეა ნათქვამი "გაიზარდა და გავირდაო". 😁💖💖💖💖💖💖💖
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment