ყველაზე დინჯი

 💓რემბო 💓

     რემბო ყველაზე დინჯი და ოჯახის ერთგული ძაღლია. იგი ლეკვობიდან ჩვენთან იზრდება. ის ხომ ჩვენი უსაყვარლესი ჯემის შვილია. 

     მას შემდეგ რაც ჯემი მოულედნელად გარდაიცვალა, რომბომ ძალიან მოწყენილი იყო.  აღარ იყო ძველებურად ხალისიანი, თუმცა ისეთივე ავია, როგორც მანამდე, ამ მხრივ ძველ იერს ინაჩუნებს. ჯავრობდა ძალიან. განიცდიდა ისე, რომ საჭმელსაც კი არ აკარებდა პირს. რემბოსგან საჭმლის მიმართ ასეთი საქციელი კი ცოტა არ იყოს ყველს გვიკვირდა. დარდობდა ისე ძალიან, შესაძლოა ამხელა დარდი ადამიანმაც კი ვერ მოახერხოს. ცრემლიანი თვალები ჰქონდა. ვერ ტიროდა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ ძალიან განიცდიდა და გულში იკლავდა თავის ტკივილს. აბა მან, ხომ არ იცოდა საუბარი და ვის გადაუშლიდა გულის ტკივილსა და ნაღველს, თუ არა მისივე თავს.

      გავიდა რამდენიმე თვე და რემბო მოვიდა თამაშისა და ჭამის ხასიათზე, მაგრამ ძველი ნაღველი და ტკივილი, ეტყობა ისევ თან  ზდევს. ამას მის სევდიან თვალებში ამოვიკითხავთ თუ დავაკვირდებით. 

    იცით რემბო როგორია!.....

  ძალიან სუფთა.....იცის, რომ ეზოს გარაეთ უნდა გავიდეს, ამიტომ ტირილს იწყებს და გავნიშნებს, რომ უნდა ავუშვათ და მალევე უბრუნდება თავის ადგილს. 

   რა უყვარს?!....ძალაინ უყვარს მდინარეში ცურვა და ბანავი.... უყვარს მდინარის პირას მზეზე ძილი...უყვარს სიგრილეში ყოფნაც....უყვარს ბუნება....

 ძალაინ ჭკვიანია....ძალიან ერთგული....სულ თვალებში შემოგციცინებს....უყვარს მოფერება....ბედნიერია....ისიც თათის ჩამორთმევა.....

   თეთრი, როგორც ფიფქი... ღამით როდესაც გარეთ გავიხედავ, ის ადგილი სადაც რემბო წევს ყოველტვის ანათებს.....

   ზღარბს ვეძახი მოფერებით, რადგან ძალიან დიდი ბეწვი აქვს ზღარბივით.....  

   ალბათ ამ ქვეყანაზე რა დალევს შურიან და ბოღმა ხალხს. და აი გამოჩნდა ზუსტად ასეთი ადამიანი და რემბოს უკანა ბარძაყში ფიწლის მაგვარი საგანი გაუყარა. რემბო ზალიან ცუდად იყო. არ ჭამდა, ვერ იხედებოდა, მთვრალივით დადიოდა, ასე იყოორი დღე. გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა. ამიტომ თავიდან ვერ მივხვდით რა ჭირდა. გაზაფხული იყო, თოვლი დნებოდა.... ციოდა....ბევრი მგელი და ტურა დადიოდა. რემბომ კი მდინარის პირას სიკვდილი ამჯობინა და როგორღაც იქ ჩააღწია, მაგრამ ვერ დავტოვებთი, რამე შეჭამდა. ამიტომ დედას ვთხოვეთ როგორმე ხელსი აეყვანა და სახლში ამოეყვანა. მე და ჩემი და პატარები ვიყავით და ორივე ერთად ვერ მოვერეოდით, რადგან რემბო დიდი ტანის ძაღლი იყო. დედა დავითანხმეთ, აიყვანა მომაკვდავი რემბო ორივე ხელში და ძლივს მიყავდა სიმძიმის გამო. რემბო რომ კარგად ყოფილიყო ხელში აყვანის უფლებას არავის მისცემდა, საკმაოდ დინჯი და თავმოყვარე იყო, მაგრამ აი საოცრებავ, მომაკვდავ და გრძნობა დაკარგულ რემბოს ფეხიდან გზაში რარაც დიდი რადენობით სისველე გაიღვარა და რემბო გაფართხალდა. მივაღწით ეზოს და დედამ რემბო ძირს დასვა და ვხედავთ რემბო დადის და თან უცნაური სითხე იღვრება. ეს სითხე კი სისხლ ნარევი ჩირქი იყო, რომელიც რემბოს ბარწაყიდან გადმოსდიოდა. თურმე ვიღაცამ ფიწალი გაუყარა ბარძაყში შიდა მხრიდან და დაჩირქებია, გარეგნულად კი არ უჩანდა. ხელში აყვანის დროს კი ეს ფიჭლის ნაჩხვლეტები გაიხსნა და როდესაც სითხე გადმოვიდა რემბოც იმ წუთიდან ძველებურად კარგად იყო. ასე გამოვსტაცეთ ჩვენი რემბო სიკვდილს ხელიდან. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა....მგლებს ეჩხუბა, უფრო გაიწრთვნა და უბანში მისი მომრევი ძაღლი არ იყო...

   სულ ორჯერ უკბინა ვიღაც და იცით რატომ?!.... იმიტომ რომ დაუკითხავად ეზოზე გადავლა სცადა. ნახა რა მოკლე გაზა... აი ესეც თუ რატომ დაიბა რემბო... მაგრამ ახლა რას იტყვით?!....დამნაშავეა ძაღლი?!....მგონი არა ხომ?!....მან ხომ თავის საკუტარი ტერიტორია დაიცვა?!....უმიზეზოდ ნამდვილად არ უკბენია....მაგრამ მაინც შეეძლო თავშეკავება და სტუმართმოყვარეობა გამოევლიან მერე რა მომ ეზოზე გადაირბინა..... მაგრამ რა იცი რა იფიქრა....რას გაიგებ...

   და იცი რომ რემბო იყო ძალიან სტუმართმოყვარე?!.... და მან კარგად იცოდა ავისა და კარგის გარჩევა.....არაა....არ იცით..... მაშინ მე გეტყვით, რომ რემბოზე მცდარი წარმოდგენა არ გქონდეთ...იყო სტუმართმოყვარე და თან ძალიან...იცით საიდან გავიგეთ?!....აი მაშინ სახლის კურთხევა, რომ გადავწყვიტეთ და სახლსი მამაო უნდა მოსულიყო. შეგვეშინდა ვითომ და აგრესიულ, კბენია რემბოს მამაო არ შეეჭამა. როდესაც მამო ეზოში შემოვიდა, წინ წავედით რომ რემბოს დაბმა მოვესწრო, მაგრამ ამაოდ, რემბო გამოიქცა, მიგვასწრო მამაოდე, მაგრამ როდესაც ჩვენ გვეგონა, რომ უკბენდა, მას არც კი დაუყეფა, შეჩერდა და მამაოს ფეხრთით მოკალათდა და მოფერებაც დაიმსახურა. აი...აგიხსნით... მაშინ მივხვდი, რომ ღმერთი მხოლოდ ადამიანებს არ სწამთ. მან ისიც იცოდა ვინ იყო ეზოში შემოსული მამო და ღმერთიც სწამდა დარწმუნებული ვარ.

  კიდევ რას ვეძახდი?!.... "ბრდღვიჩას"  ვეძახდი  ანუ "ბრდღვიალას" შემოკლებულ ფორმას....

რისი ეშინია!....რისი და არაფრის ...... თუმცა კი ეშინია.....თან ძალიან.... რისი?!.... გაგეცინებათ და ჭექა-ქუხილის....თან ისე ძალიან, რომ როდესაც წვიმას დააპირებს და ჭექა-ქუხილს იწყებს..... რემბო ერთი ნახტომით არის შემოვარდნილი სახლში, ისე მოულოდნელად, რომ კარის დაკეტვასაც ვერ ვასწრებთ, რადგან ჯერ მხოლოდ მან იცის, რომ უნდა იწვიმოს და დაიჭექოს.....წვიმის დროს ყოველთვის აშვებულია.

     ჯემის გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო რემბო მარტო. მალე მას მოვუყვანეთ პატარა მეგობარი -  "შარიკა", რომელიც ლამის სისხლს უშრობდა 😀მაგრამ მაინც ძალიან უყვარდა. გავიდა რამდენიმე თვე და კიდევ ახალი პატარა მეგობარი - "ტობი" მოვუყვანე, რომელსაც შარიკა და რემბოც უანგაროდ უყვარდა, თუმცა ტობიმ მათ გვერდით მხოლოდ ოთხი თვე გაატარა 😢რადგან იგი ლეკვებში გავრცელებული დაავადებით გარდაიცვალა. ეს კი ნამდვილი შოკი იყო რემბოსთვის და შარიკასთვის. ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ზუსტად რამდენიმე თვეში სრულიად მოულოდნელად შემოგვეკედლა პატარა ცანცარა გოგო - "ლუსი" 😀რომელსაც შარიკა დაუმეგობრდა განსაკუთრებით და უკვე ორივე ჩამოყალიბდა რემბოს სისხლის გამშრობად 😀და ლუსის მოსვლიდან რამდენიმე თვეში, შემოდგომას რემბოს მოვუყვანე ახალი ნერვების მომშლელი, გიჟი და გადარეული "ტობი" (ტობი 2, რომელსაც გარდაცვლი ტობის სახელი დავარქვი და და მის სახელზე ვზრდი) 😀😀რომელმაც სიგიჟით შარიკაც და ლუსიც ჩამოიტოვა 😀მაგრამ აი საოცრება.... რემბოს ყველაზე მეტად შეუყვარდა ტობი, თავის სიგიჟის მიუხედავად. თან ისე ძალიან, რომ მხოლოდ ტობის რთავდა ნებას, რომ მის თასში საჭმელი ეჭამა. თითქოს თავის მემკვიდრედ ზრდიდა და ამზადებდა, რომ ტობის უნდა გაეგრძელებია რემბოს საქმეები. 

    რემბომ და შარიკამ მხოლოდ ორჯერ იჩხუბეს კატასტროფულად. არ ვიცი შარიკას რა დაემართა,მაგრამ რემბოს მიმართ რარაც აგრესია გაუჩნდა. რემბოს რომ დაინახავდა ეზოში სულ უღრენდა უმიზეზოდ, მაგარამ რემბოც არ ჩამორჩებოდა. თუმცა ორჯერ ისე დაეტაკა რემბოს, რომ ააყვირა ძაღლი. ეს იმ პერიოდში როდესაც ავად იყო და ცოტა დაუძლურებული იყო რემბო, თუ არა მას ვერავინ მოერეოდა.  ამის გამო კარგად მოხვდა შარიაკს. 

    ერთხელ როდესაც შარიკა რემბოს უყებდა განწირული ხმით, დავუყვირე და გავაგდე, თან ხელსი ჯოხი მეჭირა და მივანიშნე რომ უნდა გასულიყო,  ჯოხის დანახვაზე თავქუთმოგლეჯილი გაიქცა. ამასობაში რემბოს გული მიეცა და ყეფა დაუწყო. მოვუბრუნდი და ჯოხი ვაჩვენე და თან ვუთხარი: შენ რაღა იყო, რა დაგემართა, ის გაჩუმდა და შენ დაიწყე მეთქი?! ისეთი თვინიერი იყო, რომ გაიგო ეს ნათქვამი და დამნაშავის თვალებით ამომხედა.... ისეთი სათნო და ლამაზი თვალებით... აი  მაშინ კი მივედი ახლოს და ძალაინ ჩავეხუტე და მოვეფერე ქათქათა ბრიალა  სახეზე  და მოკუფსკულ პატარა ლამაზ ცხვირზე, რომელიც მის სახეს ამშვენებდა. 

   როდესაც სახლიდან გავიდოდა ყოველთვის შორიდან უყურებდა ეზოსა და სახლს. სიყვარულის თვალებით....

   და აი ერთ უკანასკნელ ზამთარს საშინელი დაავადება შეეყარა ოთხივე ძაღლს. თან ისეთი რომ ლამის ცეცხლი ეკიდათ ტენზე თუ ფეხებზე. რემბოს, შარიკას და ლუსის ძალიან შეხვდა, თუმცა მათგან რემბოს ყველაზე ძალაინ. ვმკურნალობდი მაგრამ ამაოდ, არაფერი მათ არ შველოდათ. რემბოს ძალიან დიდი ბეწვი ჰქონდა, მაგრამ აი უკვე გაზაფხულზე, როდესაც კორონას გამო ყველაფერი ჩაიკეტა და ვეტ-აფთიაქებიც კი არ იყო ღია, ზუსტად მაშინ რემბოს საერთოდ გასცვივდა ბეწვი და კანი საშინლად გაუშიშვლდა. (შარიკას და ლუსის იმდენადა არა). საშინელ დღეში იყო, თითქოს სიციცოცხლეც აღარ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში მაზებს და ნემსებს ვუკეთებდი, ტკივილს ვუმსუბუქებდი, როგორც შემეძლო. და აი როგორც კი გზები გაიხსნა ამოვუტანეთ წამლები და რემბო უკვე ერთ კვირაში კვლავ იმოსებოდა. შეიმოსა თან როგორ შეიმოსა. რემბო ზამთრის მერე არც დაბმულა, არავის ერჩოდა, თავისთვის იყო ჭკვიანად. შეიმოსა თან როგორ შეიმოსა. რემბომ ისევ პირვენდელი რემბო გახდა, დიდი ბეწვით.... გალამაზდა.... რემბოს უკანა ფეხთან სიმსივნური გამონაზარდი ჰქონდა, რომელსაც დიდ ბეწვში ვერ ვამჩნევდით... და აი როცა უნდა მის ექმითან წაყვანას და მისთვის ოპერაციის გაკეთებას, რომ ვგეგმავდი ამ გამონაზარდის გამო, ზუსტად მაშინ მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი ყველაზე უსაყვარლესი და სათნო ძაღლი რემბო.. 😓რემბო ბევრჯერ გამოვსტაცეთ ხელიდან სიკვდილს. სავარუდოდ ეს გამონაზარდი მაშინ განუვითარდა, როდესაც მას წლების წინ ფიწალი გაუყარეს ზუსტად იმავე ბარძაღყვში, რომელეც გამოანაზრდი ჰქონდა.  

   რემბო რაღაც ცუდად გამოიყრებოდა. მეზობლის ყანაში გადასულა და გადმოსვლას არ ცდილობდა, თითქოს სადღაც მიდიოდა. მაგრამ ჩემმა დამ ხელში აიყვანა და  გადმოიყვანა.მერე თავის სადგომში იყო საღამომდე. იმ არაფერს ჭამდა. სიცხე ჰქონდა გა წამალი ვასვით. ცოტა კარგად გახდა. მაგრამ რაამდენიმე საათის შემდეგ,  გავედი და სუნთქვა უჭირდა თუმცა სასიკვდილო არაფერი სჭირდა. ამიტომ რადგან თვითონ არ ჭამდა, შპრიცით ვაჭამე ცოტა საჭმელი და წყალი დავალევიე შპრიცის მეშვეობით. არა ძალად არა პირღია სუნთქავდა და შპრიცით მიწოდებულს ყლაპავდა. თიტქოს მოიხედა უკეთ. აღარც სუნთქვა უჭირადა. სუნთქვის უკმარისობას ცხელ ამინდა ვაბრალებდი. მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ  თითქოს თვალებით რაღაცას მთხოვდა. თავიდან ვერ მივხვდი. მერე მივხვდი რომ რემბოს სადგომიდან გამოსვლა უნდოდა. რატომღაც თვითონ ვე რმოახერხა. ამიტომ ხელში ავანილი გამოვიყვანე. თუმცა ცოტა გამიჭირად, რაღაც გამძიმებული მომეჩვენა. ეს კი გულზე მომხვდა და არ მომეწონა. თითქოს წალიდან მოწყვეტილს გავდა. კარგად არ მენიშნა. ეზოშო დავშვი. თუმცა ნათქვამია... კარგი ზაღლი შინ არ მოკვდება და წავაო. მართლაც ძალა მოიკრიბა და რამდენიმე მეტრი გაიარა...მეგონა რომ ისევ კარგად გახდა....თუმცა ამაოდ...ისევ დაწვა ....ადგა...ისევ გაიარა...წასვლას ლამობდა...ალბათ ისევ მდინარის პირას სურდა სიკვდილი....არ უნდოდა მის სიკვდილს ვინმე შესწრებოდა....მაგრამ რამდენიმე ნაბიჭი გადადგა თუ არა კისრით ეცემოდა, რომ არა ჩემი დი სიმარჯვე და ასე დაიჭირა, შემდგომში მე მივედი, იქვე ხის ძირალს ლამაზ ადგილას დავსვი, სიო და მზე რომ ერთანეთს ებრძოდა და აი ზუსტა აქ, ლამაზ ბუნებაში ეზოშივე, ზუსტად  ხუთ წუთში გაუტევა სული ჩემმა უერთგულესმა რემბომ. რემბო 2020 წლის 7 აგვისტოს 7 საათზე გაედაიცვალა. 

   მიუხედავად იმისა რომ რემბომ ჩვენთან დაახლოვებით 17 წელი გაატარა, ასაკი მაინც არ ემჩნეოდა, ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და სულ ვერ იტყოდით რომ ეს ასაკოვანი ძაღლი იყო. ისევ ისეთი ლამაზი, შეხედული და მამაცი იყო სიცოცოხლის ბოლომდე. ამიტომ მის გარდაცვალებას არავინ ელოდა. 

   რემბო ფაქტიურად ჩვენთან ერთად გაიზარდა. ჩვენც პატაები ვიყავით მაშინ, როდესაც რემბო ამ ქვეყანას მოევლინა. ამატომ მისი გარდაცვალება ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ერთგული და დამჯერი ძაღლი აღარ მყავს.

  რემბოს ძალიან უყვარდა მდინარეში ცურვა, მზე, სიგრილე და ბუნება. ამიტომ იგი დავკრძალეთ ბაღში, ულამაზეს ბუნებაში, მდინარესთან ახლოს, სადაც დილით და საღამოს მზე ხვდება, ხოლო შუადღით სიგრილეა და ნაზი სიო არხევს ტოტებს .... მან დაიმსახურა ისეთ ლამაზ ბუნებაში ყოფნა, რომელიც მის სპეტაკ სულს ჰგავდა. 

აი ასე წავიდა....

დაგვტოვა....

მართლა თოვლის ფიფიქივით გაქრა....თუმცა ისევ ძველებურად ლამაზი..

 წავიდა.... გულში სევდა და ნაღველი დაგვიტოვა... და თან გაიყოლა ჩვენი გულები....თუმცა დაგვიტოვა უამრავი სასიამოვნო  და სახალისო მოგონება, რომლითად სულ გვემახსოვრება და სულ ჩვენს გვერდით იქნება ჩემი ულამაზესი ფიფივით ქათქათა რემბო.

















No comments:

Post a Comment

   სამყარო ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი . სამყაროს ხიბლს მატებს ბუნების სილამაზე , რომელიც სავსეა არა მარტო ზღვებით , ტბებით...